ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ალეხანდრო გარნაჩოს სატრანსფერო ფასი დაასახელა

მანჩესტერ იუნაიტედმა ალეხანდრო გარნაჩოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 24 Jun 2025, 12:39
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ალეხანდრო გარნაჩო ტრანსფერზე დააყენა და მისი ღირებულებაც დაასახელა.

ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერელებმა 20 წლის არგენტინელი 80 მილიონ ევროდ შეაფასა და კლუბებისგან შემოთავაზებებს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ალეხანდრო გარნაჩო მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ჩატარებულ 144 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 22 ასისტი გაიფორმა.