ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ჰარი მაგუაიერს ფასი დაადო

მანჩესტერ იუნაიტედმა ჰარი მაგუაიერს ფასი დაადო
თარიღი 05 ივნ 2023, 13:14
მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ცენტრალურ მცველ ჰარი მაგუაიერთან განშორებას გეგმავს.

როგორც The Athletic-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, "წითელმა ეშმაკებმა" მიუთითეს, რა თანხის მიღება სურთ ფეხბურთელის გაყიდვით.

წყაროს ცნობით, მანკუნიელები მაგუაიერს სხვა კლუბში გაუშვებენ, თუ მის სანაცვლოდ დაახლოებით 46 მილიონ ევროს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მანჩესტერ "იუნაიტედმა" ჰარი "ლესტერიდან" 87 მილიონად შეიძინა.

30 წლის მცველმა პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.