ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ჰოილუნდის თაობაზე გაუმჯობესებული შეთავაზება მოამზადა

მანჩესტერ იუნაიტედმა ჰოილუნდის თაობაზე გაუმჯობესებული შეთავაზება მოამზადა
თარიღი 21 ივლ 2023, 10:19
მანჩესტერ "იუნაიტედმა" "ატალანტას" თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდის შესაძენად კიდევ ერთი შეთავაზება გაამზადა.

ბერგამოულმა კლუბმა უარი თქვა "წითელი ეშმაკების" წინა მცდელობებზე დანიელის შესყიდვის თაობაზე. 

როგორც ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, უახლოეს მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდჯ "ატალანტას" გაუმჯობესებულ შეთავაზებას შესთავაზებენ. 

მოსალოდნელია, რომ 20 წლის ფეხბურთელისთვის ბონუსების გამოკლებით დაახლოებით 60 მილიონი ევრო შესთავაზება გაკეთდება.