ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ონანას შემცვლელი იპოვა

მანჩესტერ იუნაიტედმა ონანას შემცვლელი იპოვა
თარიღი 28 Dec 2024, 11:07
"ანტვერპენის" 22 წლის მეკარე სენე ლამენსი მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ The Telegraph-ის ჟურნალისტები იუწყებიან. 

წყაროს ცნობით, ბელგიელს "წითელი ეშმაკები" ონანის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ. გარიგება შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში მოხდეს. 

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 

მიმდინარე სეზონში ლამენსმა 20 მატჩი ჩაატარა, აქედან ხუთში კარის მცველი შეინახა. მისი კონტრაქტი ბელგიურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.