მანჩესტერ იუნაიტედმა შეიძლება ვესტ ბრომვიჩიდან თავისი აღზრდილი დაიბრუნოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩის" გოლკიპერ სემ ჯონსტონით ინტერესდება, წერს The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" 28 წლის ინგლისელის კანდიდატურას გუნდიდან დავიდ დე ხეას ან დინ ჰენდერსონის წასვლის შემთხვევაში განიხილავენ.
2020/21 წლების სეზონში ჯონსტონმა 29 მატჩი ჩაატარა და 57 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 5-ჯერ შეინახა.
გოლკიპერი "ემიუს" აღზრდილია, "ვესტ ბრომვიჩში" იგი 2018 წლის ზაფხულში 7,35 მილიონ ევროდ გადავიდა.