მანჩესტერ იუნაიტედს ფრანგი შემტევის დამატება სურს

ინგლისური გრანდი, მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას შეეცდება, მათ შორისაა, ფრანგი შემტევი, რაიან შერკი, რომელიც ამ ჯერად ლიონში ირიცხება.
ასევე რაიანი ქართველი ფეხბურთელის, ჟორჟ მიქაუტაძის თანაგუნდელია და მიმდინარე სეზონში ერთად არაერთი საგოლე მოქმედების შექმნა შეძლეს.
შერკი ლიონს 2010 წელს შეუერთდა, ხოლო მისი დებიუტი პირველ გუნდში 2020 წელს შედგა, მან ამ დროის განმავლობაში, პირველ გუნდში, 185 მატჩში, 29 გოლის გატანა და 45 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.