ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს იანვარში სამი მოთამაშე დატოვებს

მანჩესტერ იუნაიტედს იანვარში სამი მოთამაშე დატოვებს
თარიღი 24 Sep 2024, 15:26
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს,  მანჩესტერ იუნაიტედი გეგმავს გუნდის გაწმენდას. ერიკ ტენ ჰაგის სურვილია, რომ იუნაიტედმა: ვიქტორ ლინდელოფი, კრისტიან ერიქსენი და კაზემირო გაასხვისოს. სამივე ეს მოთამაშე საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს და მათი წასვლით გუნდის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. 

ბრაზილიელ ნახევარმცველს სერიოზულად აქვს მოკლებული და მოედნის ცენტრში მის წინააღმდეგ თამაში აღარ არის ისეთივე რთული, როგორიც ადრე იყო. ასევე შვედი მცველი დიდი ხანია სკამზე იმყოფება და მისი სურვილიც არის გუნდის გამოცვლა, ხოლო დანიელ კრისტიან ერიქსენს რაც შეეხება, მოთამაშე ვერ ახერხებს ისეთივე დონეზე ასპარეზობას, როგორც ამას რამდენიმე წლის წინ ახერხებდა.