ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს უკრაინელი ნახევარმცველის შეძენა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს უკრაინელი ნახევარმცველის შეძენა სურს
თარიღი 14 ივლ 2024, 09:24
მანჩესტერ "იუნაიტედს" გუნდის ნახევარდაცვის უკრაინის ნაკრებისა და ესპანელი "ჟირონას" ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვით გააძლიერება სურს. ამის შესახებ AS იუწყება. 

"წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები უკრაინელი ფეხბურთელის აგენტებს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ. 

26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით "მანკუნიელთა" მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი პირადადაა დაინტერესებული. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორის შრომითი ხელშეკრულება შეიცავს პუნქტს 30 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტს. 

გასულ სეზონში ციგანკოვმა "ჟირონას" შემადგენლობაში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ნახევარმცველმა რვა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.