ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედში დიდი ცვლილებები იგეგმება

მანჩესტერ იუნაიტედში დიდი ცვლილებები იგეგმება
თარიღი 14 Apr 2025, 13:04
მომდევნო ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედში კვლავ დიდი ცვლილებები იქნება. “ეშმაკებისთვის“ მიმდინარე სეზონი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. რუბენ ამორიმის გუნდმა პრემიერ ლიგაში დიდი ხანია დაკარგა ჩემპიონთა ლიგისაზე ბრძოლის შანსი და გუნდი მხოლოდ ევროპის ლიგის იმედად არის დარჩენილი, სადაც პირველი შეხვედრა ლიონთა ფრედ 2-2 ითამაშა. 

ბოლო ინფორმაციით, მანჩესტერის ხელმძღვანელობა, ზაფხულში დიდ აქტიურობას აპირებს და პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ახალი გუნდის აშენებას გეგმავს. “წითლები“ 200 მილიონის დახარჯვას აპირებენ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე და გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება, ასევე არ დავივიწყოთ, რომ გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, ასე რომ მანჩესტერს ზაფხულში დიდი მუშაობა მოუწევს.

გუნდი აუცილებლად გააძლიერებს შეტევას, კლუბის მიზანია გამტანი ფორვარდის დამატებას: ვიქტორ ოსიმენი, ვიქტორ გიოკერეში, ბენჟამინ შეშკო და კიდევ არა ერთი ტოპ სახელი განიხილება ამ პოზიციის გასაძლიერებლად, რაც შეეხება რასმუს ჰოილუნს, მისი დღეები ოლდ ტრაფორდზე დათვლილია. ასევე ამორიმი ითხოვს დაცვის ხაზის გაძლიერებას, რაც აუცილებლად მოხდება.