ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ბრანტვეიტის ტრანსფერით ინტერესდება

მანჩესტერ სიტი ბრანტვეიტის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 25 მარ 2024, 19:02
"ევერტონის" მცველმა ჯერედ ბრანტვეიტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა კლუბი შეცვალოს. ამის შესახებ Mirror Football იუწყება. 

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით მანჩესტერ "იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებული. 

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ბრანტვეიტმა 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 

ბრანტვეიტს "ევერტონთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.