ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ფლუმინენსეს ტალანტში 10 მილიონ ევროს იხდის

მანჩესტერ სიტი ფლუმინენსეს ტალანტში 10 მილიონ ევროს იხდის
თარიღი 12 Apr 2021, 23:29

"ფლუმინენსეს" ფორვარდმა, კაიკიმ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ცნობით, 17 წლის ბრაზილიელისთვის "მანჩესტერ სიტი" იბრძვის, რომელიც მზადაა მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი "ქალაქელებს" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდება, როცა სრულწლოვანი გახდება.

2021 წელს, კაიკიმ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.