მანჩესტერ სიტი გრონინგენის ნახევარმცველით დაინტერესდა

"გრონინგენის" ნახევარმცველმა, გაბრიელ გუდმუნდსონმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის შვედის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ სიტის" სურს.
მიმდინარე სეზონში გუდმუნდსონმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1,1 მილიონ ევროს შეადგენს.