მანჩესტერ სიტი პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ჯანლუიჯი დონარუმას დამატების შემდეგ, მანჩესტერ სიტი პარი სენ ჟერმენის კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.
Goal.com-ის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას პარიზული გრანდის ნახევარმცველის, ვარენ ზაირ-ემერის დამატება სურს და მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ ვარენ ზაირ-ემერი პსჟ-ში 2022 წლიდან ირიცხება და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულში ეწურება. 19 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 136 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გაიფორმა.