ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი როდრის შემცვლელს ეძებს

მანჩესტერ სიტი როდრის შემცვლელს ეძებს
თარიღი 08 Oct 2024, 13:58
მანჩესტერ სიტი ზამთარში ნახევარმცველის დამატებას ეცდება. პეპ გვარდიოლას გუნდს მძიმე ტრამვის გამო, მთელი სეზონით როდრი გამოაკლდათ და მისი შემცვლელი გუნდს მოსაძებნი ჰყავს, რადგან ამ წუთისთვის გუნდში გამოკვეთილი ექვსი ნომერი არ არის. 

სიტის ორი კანდიდატი ჰყავს ამ პოზიციის გასაძლიერებლად, ესპანელი მარტინ სუბიმნედი და იტალიელი სამუელე რიჩი. სუბიმენდით აქტიურად ლივერპული ინტერესდებოდა, მაგრამ თავად მოთამაშემ არ ისურვა “წითლებში“  გადასვლა, ბასკი მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 51 მილიონი ევროა.  ხოლო რიჩის რაც შეეხება, იტალიელი დიდ პროგრეს განიცდის და უახლოეს მომავალში მას გრანდში ელოდებიან. სამუელე რიჩით სიტის გარდა, იუვენტუსიც ინტერესდება.