მანჩესტერ სიტიმ ატლეტიკოს შეატყობინა, რომ ხულიან ალვარესის თაობაზე შეთავაზება მიღებულია

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტიმ ატლეტიკოს შეატყობინა, რომ ხულიან ალვარესის თაობაზე მათი შეთავაზება მიღებულია.
ინგლისური კლუბი არგენტინელი ფეხბურთელის €75 მილიონს პლუს €20 მილიონად გაყიდვაზე თანახმაა, ახლა კი მადრიდელები მოლაპარაკებებს თავად მოთამაშის აგენტთან აწარმოებენ.
ატლეტიკო ალვარესს 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. როგორც კი მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდებიან, მანჩესტერ სიტი ფეხბურთელს მადრიდში სამედიცინო შემოწმების გავლის უფლებას მისცემს.