ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ დე ბრუინის შეცვლაზე მუშაობა დაიწყო — მთავარი კანდიდატი ცნობილია

მანჩესტერ სიტიმ დე ბრუინის შეცვლაზე მუშაობა დაიწყო — მთავარი კანდიდატი ცნობილია
თარიღი 21 Apr 2025, 09:51
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტის დატოვებს და გუნდი მის შეცვლაზე უკვე მუშაობს.

Football Insider-ის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას ბელგიელი ნახევარმცველის შეცვლა ფლორიან ვირცით სურს, რომელიც ზაფხულში არაერთი გუნდის, მათ შორის რეალის მთავარი სამიზნე იქნება.

ფლორიან ვირცმა მიმდინარე სეზონში ლევერკუზენის მაისურით 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემა გაიფორმა. გერმანელ შემტევს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და transfermarkt-ზე მას 140 მილიონი ევროდ აფასებს.