ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ ედერსონის შემცვლელი შეარჩია

მანჩესტერ სიტიმ ედერსონის შემცვლელი შეარჩია
თარიღი 26 Feb 2025, 12:46
მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობამ ახალი მეკარის შეძენა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინსაიდერი სანტი აუნა სოციალურ ქსელში იუწყება. 

წყაროს ცნობით, "ქალაქელებმა" ედერსონის შემცვლელად პორტუგალიის ნაკრებისა და "პორტუს" მეკარე დიოგუ კოშტა შეარჩიეს. 

პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კოშტამ 23 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 19 გოლი გაუშვა.