ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ ლუკას პაკეტასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

მანჩესტერ სიტიმ ლუკას პაკეტასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 08 აპრ 2024, 23:23
"მანჩესტერ სიტის" ლონდონის "ვესტ ჰემის" ბრაზილიელ ნახევარმცველ ლუკას პაკეტასთან გრძელვადიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის შესახებ ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ვესტ ჰემს" და "სიტის" შორის მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი და კლუბები ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს ზაფხულში გეგმავენ.

26 წლის პაკეტამ მიმდინარე სეზონში "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება "ვესტ ჰემთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.