მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი წააგო, რომელშიც ჰოლანდმა გაიტანა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩში მანჩესტერ "სიტი" "ბრაიტონთან" (1:2) დამარცხდა.
აღნიშნული მატჩში ნორვეგიელმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა.
ამ შეხვედრამდე, 46 თამაშში, სადაც ნორვეგიელმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, "ქალაქელებმა" 40 მატჩი მოიგეს და ექვსჯერ ფრედ ითამაშეს. ამის შესახებ Opta Sport იუწყება.
ამ პერიოდში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 114 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 105 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება "სიტისთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.