ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ როდრის შემცვლელი შეარჩია

მანჩესტერ სიტიმ როდრის შემცვლელი შეარჩია
თარიღი 19 Nov 2024, 14:20
მანჩესტერ სიტის სეზონის მსვლელობისას სერიოზული პრობლემები აქვს. პეპ გვარდიოლას თავისი გუნდის საკვანძო ფეხბურთელი მთელი სეზონით გამოაკლდა. საუბარია ოქროს ბურთის მოქმედ მფლობელ როდრიზე, რომელმაც მუხლის დაზიანება არსენალთან შეხვედრაში მიიღო და ის მომავალ სეზონამდე ვერ ითამაშებს. ამის გამო გვარდიოლას გუნდი დიდ დისკომფორტს განიცდის და მატეო კოვაჩიჩის გარდა, არავინ ჰყავს მოედნის ცენტრში. ამის გამო ინგლისური კლუბი ვალდებულია ზამთარში მინიმუმ 1 ტრანსფერი განახორციელოს, იმისათვის რომ მოედნის ცენტრში სიტუაცია დააბალანსოს. გვარდიოლამ უკვე შეარჩია კანდიდატი, რომელმაც უნდა შეცვალოს როდრი. საუბარია ატალანტას ბრაზილიელ ჩამშლელ ედერსონზე. 

ედერსონი ატალანტას ლიდერია, ის მთავარი მამოძრავებელი ძალაა გუნდის ნახევარდაცვის და ბურთის განაწილება სწორედ მას ევალება. გასპერინიმ მის ხელში თავს ძალიან მშვიდად გრძნობს და იცის, რომ მისი გუნდი ბრაზილიელთან ერთად მშვიდად გრძნობს თავს. ედერსონის ფასი 60 მილიონი და მისი დამატება ამ ზამთარს ძალიან რთული იქნება. ატალანტა არ გეგმავს ბრაზილიელის გასხვისებას თუ, რა თქმა უნდა, სიტი რაიმე ასტრონომიულ თანხას არ გადაიხდის. 

ედერსონის კარგი თამაშის “სელესაოს“ თავკაცსაც არ გამორჩენია. 25 წლის მოთამაშეს ეროვნულ გუნდში დებიუტია მიმდინარე წელს ჰქონდა.