ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ უნიკალური რეკორდი დაამყარა

მანჩესტერ სიტიმ უნიკალური რეკორდი დაამყარა
თარიღი 31 Mar 2025, 14:27
მანჩესტერ "სიტი" ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში "ბორნმუთი" სტუმრად 2-1 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 

როგორც Squawka იუწყება, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა რეკორდი დაამყარა. 

მანჩესტერ "სიტი" გახდა პირველი გუნდი ინგლისის თასის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ შვიდი სეზონის განმავლობაში ნახევარფინალამდე მიაღწია. 

ტურნირის ფინალის საგზურისთვის მანჩესტერ "სიტი" "ნოტინჰემ ფორესტს" დაუპირისპირდება.