ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ ვულვზი დაამარცხა და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა

მანჩესტერ სიტიმ ვულვზი დაამარცხა და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა
თარიღი 24 Jan 2026, 21:01
ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში, მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე ვულვზი მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-6 წუთზე თავი ომარ მარმუშმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მეორე წუთზე კი გოლი ანტუან სემენიომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

მანჩესტერ სიტი 2-0 ვულვზი

გოლები: 1-0 მარმუში (6'), 2-0 სემენიო (45+2')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მანჩესტერ სიტის 46 ქულა აქვს და ლიდერს, არსენალს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა, მეთოფეებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მომდევნო ტურში გვარდიოლას გუნდი ტოტენჰემს ლონდონში ესტუმრება.