მანჩესტერ სიტის დამაჯერებელი გამარჯვება — გვარდიოლას გუნდმა ლივერპული დაამარცხა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში, მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო და მეტოქე 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
აღნიშნული მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და დებიუტშივე ლივერპულის კარში პენალტი დაინიშნა. გიორგი მამარდაშვილმა ერლინგ ჰოლანდის მიერ შესრულებული თერთმემეტრიანი დარტყმა მოიგერია და ლივერპული გაშვებული გოლისგან იხსნა.
გაფუჭებული თერთმემეტრიანის მიუხედავად, მანჩესტერ სიტიმ ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნა — 29-ე წუთზე თავი სწორედ ჰოლანდმა გამოიჩინა. მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი ნიკო გონსალესმა აიღო ლივერპულის კარი და მასპინძლები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. 63-ე წუთზე, ჯერემი დოკუმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
მანჩესტერ სიტი 3:0 ლივერპული
გოლები: 1:0 ჰოლანდი (29'), 2:0 ნიკო გონსალესი (48'), 3:0 დოკუ (63')
გოლები: 1:0 ჰოლანდი (29'), 2:0 ნიკო გონსალესი (48'), 3:0 დოკუ (63')

