მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი კარიერას მილანში გააგრძელებს
მილანმა 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე პირველი გარიგება დახურა და მანჩესტერ სიტის გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა.
როსონერიში კარიერას კაილი უოქერი გააგრძელებს — 34 წლის ინგლისელმა განაპირა მცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტს დღეს მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ კაილი უოქერი სიტის ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და ჩატარებულ 319 შეხვედრაში 6 გოლთან ერთად 23 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.