ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის ფორვარდი ვოლფსბურგში გადავიდა

მანჩესტერ სიტის ფორვარდი ვოლფსბურგში გადავიდა
თარიღი 17 Jul 2021, 23:36

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, ლუკას ნმეჩა "ვოლფსბურგის" ფეხბურთელი გახდა, იუწყება გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი.

როგორც აღინიშნება, 22 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ინგლისისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს, ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობისთვის, ნმეჩას "ვოლფსბურგში" უკვე უასპარეზია, გასული სეზონი კი იჯარით "ანდერლეხტში" გაატარა, სადაც 41 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

აგრეთვე, ახალგაზრდა შემტევს ინგლისში "პრესტონისა" და "მიდლსბროს" ღირსებაც დაუცვია.