მანჩესტერ სიტის მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მანჩესტერ სიტის“ ამერიკელ მეკარეს ზაკარი სტეფენს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება. ამ მიზეზით, ის თავის ნაკრებს ჰონდურასთან 9 სექტემბერს გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.
კანადასთან (1:1) გამართული შეხვედრა კი სტეფენმა ასე გამოტოვა, თუმცა იმ შემთხვევაში ტრავმის გამო.
მიმდინარე სეზონში ზაკარის „სიტის“ მაისურით პრემიერ ლიგაში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.