"მანჩესტერ სიტისთან კავშირი?" - ენცო მარესკამ თავის მომავალზე ისაუბრა

ენცო მარესკამ, ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციის შესახებ გააკეთა კომენტარი, სადაც თავის მიზნებზე, მომავალზე და მანჩესტერ სიტიში გადასვლის შანსებზე ისაუბრა:
"მანჩესტერ სიტისთან კავშირი? ეს 100% სპეკულაციაა. ამის დრო არ არის. ჩელსისთან კონტრაქტი 2029 წლამდე მაკავშირებს, მე მხოლოდ კლუბზე ვარ კონცენტრირებული და აქ ყოფნით ამაყი ვარ. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ გავრცელდა ეს სიახლე, თუმცა ეს მხოლოდ სპეკულაციაა," - ენცო მარესკა მან სიტიში გადასვლის შესახებ.
მოგეხსენებათ, ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პეპ გვარდიოლამ მიმდინარე სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტი დატოვოს, სწორედ ამიტომ ეტიჰადის ბინადრებმა პოტენციური შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს და ესპანელი სპეციალისტის მთავარ შემცვლელად, სწორედ ენცო მარესკას განიხილავენ.


