ავტორიზაცია

მანჩესტერი ორი ფორვარდით ინტერესდება

მანჩესტერი ორი ფორვარდით ინტერესდება
თარიღი 26 Nov 2024, 12:41
იანვარში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და გუნდები უკვე ფიქრობენ თავიანთი შემადგენლობების გაძლიერებას. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი უნდა იყოს. “ეშმაკებს“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ჰყავთ და პორტუგალიელის სურვილია, რომ მისმა კლუბმა გაძლიერება იანვარშივე მიიღოს. მანჩესტერის პრობლემა კარგი გოლეადორია, ვერც რასმუს ჰოილუნი და ვერც ჯოშუა ზირკზე იმედებს ვერ ამართლებენ, ფორვარდებმა ჯამში პრემიერ ლიგის ამ სეზონში 2 გოლი გაიტანეს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და ამორიმის სურვილია, რომ გუნდმა ახალი გამტანი ფორვარდ დაიმატოს. 

ინგლისური კლუბი ორი შემტევით ინტერესდება და ეს ორივე მოთამაშე გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელია, საუბარია ვიქტორ ბონიფეისზე და ომარ მარმუშზე. 25 წლის ეგვიპტელი 24-25 წლების სეზონის აღმოჩენაა, შიდა ჩემპიონატში მის ანგარიშზე 11 ჩატარებული მატჩია და ამდენივე გატანილი გოლი. ეგვიპტელი ფორვარდის სავარაუდო ღირებულება 70 მილიონი ევროა. ნიგერიელ თავდამსხმელს რაც შეეხება, ბონიფეისი უკვე ორი სეზონია შესანიშნავ ფორმაშია და ჩაბი ალონსოს გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია ამ სეზონში ნიგერიელის ანგარიშზე 7 გატანილი ბურთია და მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონს შეადგენს. 

რთული სათქმელია თუ რომელ ფორვარდზე შეაჩერებს არჩევანს რუბენ ამორიმი, ფაქტი ერთია პორტუგალიელს გუნდის გაწმენდა და თავის გემოზე მორგება სურს. არ გამოვრიცხოთ, რომ ამ ფორვარდების სიას კიდევ დაემატოს, რამდენიმე ახალი სახელი.