ავტორიზაცია

მანჩესტერის და რეალის ექს-ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 13 მატჩის შემდეგ დაატოვებინეს

მანჩესტერის და რეალის ექს-ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 13 მატჩის შემდეგ დაატოვებინეს
თარიღი 19 ივლ 2021, 15:59

არგენტინელ ექს-ფეხბურთელს გაბრიელ ჰაინცეს „ატლანტას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინეს.

43 წლის სპეციალისტმა მლს-ის გუნდის სათავეში მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ამ 13 შეხვედრაში, ჰაინცეს ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ორის მოგება მოახერხა და შვიდი მატჩი ფრედ დაასრულა.

ამრიგად, აღმოსავლეთ კონფერენციაში „ატლანტა“ ამჟამად მე-10 ადგილს იკავებს. 

„ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც სეზონის ამ ეტაპზე გვინდოდა, მაგრამ ის კლუბისთვის ძალიან სწორია.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა დარენ ილსმა.