ავტორიზაცია

მანჩესტერმა და ჩელსიმ კუკურელიას თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად წამოიწყეს

მანჩესტერმა და ჩელსიმ კუკურელიას თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად წამოიწყეს
თარიღი 29 Aug 2023, 21:24
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ჩელსის“ ესპანელი მარცხენა მცველის, მარკ კუკურელიას ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა.

The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბებმა დღეს ერთსეზონიან იჯარაზე დაიწყეს მოლაპარაკებები.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის კუკურელიას ერთწლიან იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ესპანელი ფეხბურთელი „ჩელსიმ“ „ბრაიტონიდან“ 62 მილიონ ფუნტად 2022 წლის ზაფხულში შეიძინა და მას შემდეგ, ეპლ-ში მან 24 მატჩში 2 ასისტი მიითვალა.