მანე: "ჩემპიონთა ლიგა და რამდენიმე სხვა ტიტულიც მომიგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის თასი უფრო მნიშვნელოვანია"
"ლივერპულისა" და სენეგალის ნაკრების თავდამსხმელმა, სადიო მანემ აფრიკის თასის მოგების შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.
"ეს არის საუკეთესო დღე და საუკეთესო ტიტული ჩემს ცხოვრებაში. ჩემპიონთა ლიგა და რამდენიმე სხვა ტიტული მომიგია, მაგრამ ჩემთვის ეს განსაკუთრებულია. უფრო მნიშვნელოვანია".
"საკუთარი თავის, ჩემი ხალხისა და მთელი ჩემი ოჯახის გამო გახარებული ვარ".
"როცა პირველი პენალტი გავაფუჭე, დიდი დარტყმა მივიღე. მაგრამ თანაგუნდელები ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს: "სადიო, ერთად ვმარცხდებით და ერთად ვიმარჯვებთ. ჩვენ შენ გიცნობთ. ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთე, წინსვლა განაგრძე". ამან გამაძლიერა და ვგიფქრობ, ამას ჰქონდა მნიშვნელობა, როცა მეორე თერთმეტმეტრიანი გავიტანე".
"ყველა მოვიდა ჩემთან და მითხრეს: "სადიო, გენდობით", ამან მეტი მოტივაცია მომცა. ტიტული მთელ სენეგალის ნაკრებს ეკუთვნის - მას თითოეული იმსახურებს", - ციტირებს მანეს სიტყვებს BBC-ი.