ავტორიზაცია

მანუ კონე რომაში ითამაშებს

მანუ კონე რომაში ითამაშებს
თარიღი 30 Aug 2024, 14:47
იტალიურმა, რომამ სეზონი მძიმედ დაიწყო და გუნდი გაძლიერებას განაგრძობს, ''მგელებს'' დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერბა აქვთ მიზნად დასახული. გუშინ რომში კევნი დანსო ჩავიდა, გუნდებმა ტრანსფერი შეათანხმეს, მაგრამ ავსტრიელმა მცველმა, სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ტრანსფერი ჩაიშალა. 

''მგლები'' ამჯერად ცდილობენ ცენტრალური ზონის დაკომპლექტებას და ისინი ახლოს არიან მანუ კონეს დამატებასთან. ფრანგი ფეხბურთელის წაყვანა მილანსაც სურდა, მაგრამ ''ჯალორისიმ'' თავის კონკურენტებს დაასწრო და ახლოს არის, გლადბახთან ტრანსფერი დახურვასთან. საუბარია 25 მილიონზე, მანუ კონეს უახლოეს საათებში რომში ელოდებიან და ტრანსფრი ოფიციალურად დაიხურება.

კონემ გლადბახის შემადგენლობაში 86 შეხვედრაში მიირო მონაწილება და 6 გოლი გაიტანა, მოთამაშე ფრანგული ტულუზას აღზრდილია.