ავტორიზაცია

მაქს ჰოლოუეი: ილიას დარტყმა იმაზე მძიმე ყოფილა, ვიდრე მეგონა

მაქს ჰოლოუეი: ილიას დარტყმა იმაზე მძიმე ყოფილა, ვიდრე მეგონა
თარიღი 27 Oct 2024, 02:34
ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ კომენტარი გააკეთა.

"ილიასგან მოულოდნელი არაფერი იყო. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ მისი დარტყმა იმაზე მძიმე ყოფილა, ვიდრე ველოდი. 

თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არანაირი მიზეზები. ტრავმა არ მიმიღია. მე ჩემი საქმე გავაკეთე, ის უბრალოდ დღეს ჩემზე უკეთესი აღმოჩნდა. 

თოფურიამ" ბაუნსბექი" მიწოდა. ასე რომ, კვლავ მნახავთ, მეგობრებო," - განაცხადა ამერიკელმა.

ილიამ საჩემპიონო ქამარი დაიცვა, ჰოლოუეიმ კი ნოკაუტით პირველად წააგო.