ავტორიზაცია

მარადიშვილის სერიოზული ტრავმა

მარადიშვილის სერიოზული ტრავმა
თარიღი 10 Apr 2024, 15:46
24 წლის ქართველ ფეხბურთელ კოსტანტინე მარადიშვილს სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა. მარადაშვილი "ნიჟნი ნოვგოროდ პარის" ფეხბურთელია და კრასნოდართან მატჩში დაშავდა.
კლუბის ექიმების ინფორმაციით, ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და სასწრაფოდ საოპერაციოა. რეაბილიტაციის პროცესი დაახლოები 6-დან 9 თვემდე გაგრძელდება.

მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს მიიღო და საქართველოს ნაკრებში თამაში შეუძლია. შგასხენებთ, ვილი სანიონმა ის მარტის მატჩებისტვის არ გამოუძახებია.

მიმდინარე სეზონში კოსტანტინე მარადიშვილმა "ნიჟნი ნოვგოროდ პარისში" 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.