მარათონის რეკორდსმენი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
24 წლის ასაკში კენიელი სპორტსმენი, კელვინ კიპტუმი ტრაგიკულად დაიღუპა - მარათონის რეკორდსმენი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
ავარია კვირას, კენიის ქალაქ ელდორეტში მოხდა. კიპტუმმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ინციდენტს ასევე ემსხვერპლა მისი მწვრთნელი, გერვაის ჰაკიზიმანა, ხოლო კიდევ ერთი მგზავრი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კელვინ კიპტუმი 2023 წლის ლონდონის და ჩიკაგოს მარათონების გამარჯვებულია. მან დისტანცია 2 საათსა და 35 წამში დაფარა, რაც მსოფლიო რეკორდია.