ავტორიზაცია

MARCA: ბართომეუს სიტუაციის განსახილველად მესისთან პირადი შეხვედრის გამართვა სურს

MARCA: ბართომეუს სიტუაციის განსახილველად მესისთან პირადი შეხვედრის გამართვა სურს
თარიღი 26 Aug 2020, 21:43
"ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ ბართომეუს სურს გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის პირადად შეხვდეს, რათა გართულებული სიტუაცია განიხილოს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA იტყობინება, დიალოგი შესაძლოა ამ საღამოსვე შედგეს.

ბართომეუს უნდა პირადად მოისმინოს, კონკრეტულად რითია უკმაყოფილო არგენტინელი სუპერვარსკვლავი და გაიგოს, თუ რა გზით შეიძლება აღნიშნული სიტუაციის დალაგება.

შეგახსენებთ, მესიმ შვებულება შეწყვიტა, რათა აქამდე გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს შეხვედროდა. სწორედ ამ საუბრის შემდეგ მიიღო ლეომ კონტრაქტის გაწყვეტისა და კლუბის დატოვების გადაწყვეტილება.