ავტორიზაცია

MARCA: პარი სენ ჟერმენი მესის შეძენას არ ეცდება, მიზეზი გარკვეულია

MARCA: პარი სენ ჟერმენი მესის შეძენას არ ეცდება, მიზეზი გარკვეულია
თარიღი 26 Aug 2020, 21:23
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობას "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის ბრძოლის შესაძლებლობაში და საჭიროებაში ეჭვი ეპარება, იტყობინება Marca.

პარიზული კლუბი 33 წლის არგენტინელისთვის, რომელმაც კატალონიური გრანდის დატოვება გადაწყვიტა, კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად სახელდება.

მიუხედავად ამისა, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მიიჩენევს, რომ გუნდს სხვა პოზიციების გაძლიერება სჭირდება: დაცვის ხაზის ცენტრის, მარჯვენა ფლანგის და ნახევარდაცვის.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლუბი თავდამსხმელს დაიმატებს, ის ისეთი იქნება, რომელიც მოედანზე შეცვლაზე მოგვევლინება და ლიდერებს შეცვლის - ნეიმარსა და კილიან მბაპეს.