ავტორიზაცია

მარეკ ჰამშიკი კარიერას შვედეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

მარეკ ჰამშიკი კარიერას შვედეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
თარიღი 05 Mar 2021, 18:39

იტალიური „ნაპოლის“ ექს-ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი, შვედურ „გოტებორგში“ გადასვლასთან არის ახლოს.

Expressen-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მარეკი შვედეთში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

ჰამშიკმა ჩინურ „დალიან იფანთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ყველაზე მეტად ის „ნაპოლში“ თამაშით არის ცნობილი, რომლის ლეგენდადაც იქცა.

იტალიური გუნდის ღირსებას ის 2007-2019 წლებში იცავდა, იქამდე კი „ბრეშიაში“ და „სლოვან ბრატისლავაში“ ასპარეზობდა.

2019 წლიდან დღემდე ის ჩინური „დალიანის“ ფეხბურთელი იყო, სადაც 42 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.