ავტორიზაცია

მარკ გიუ ჩელსიში გადადის | ფაბრიციო რომანო

მარკ გიუ ჩელსიში გადადის | ფაბრიციო რომანო
თარიღი 26 ივნ 2024, 17:34
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მარკ გიუ ჩელსიში გადადის. ინგლისურმა კლუბმა ბარსელონას შეატყობინა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, 6 მილიონ ევროს გადაიხდის.

ლონდონელებმა ესპანელი ცენტრფორვარდის აგენტებთან ვერბალურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ კვირაში საბოლოო შეთანხმება შედგება და გიუ "არისტოკრატებთან" გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.

მარკი ბარსელონას პირველ გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა. 18 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო სეზონში 7 მატჩში 2 გოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მან პირველი გოლი სადებიუტო მატჩშივე, მოედანზე გასვლიდან წამებში გაიტანა.