მარკუს რაშფორდის იტალიური ვარიანტი
მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის დასატოვებლად ემზადება, "ეშმაკებმა" მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი ფორვარდი გუნდს დატოვებს, პირველ რიგში ეს განპირობებულია რაშფორდის ხელფასით, რადგან მისი ანაზღაურება სეზონში 15 მილიონია და მანჩესტერის გეგმებში სახელფასო ჭერის დაბალანსება შედის.
რაშფორდი უკვე კარგახანია ამოვარდნილია სათამაშო ფორმიდან და მოტივაციის ნაკლებობას აქვს, ასევე მანჩესტერის ახალმა თავკაცმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ მარკუსი მის გეგმებში არ შედის. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბები გამოთქვამენ, მაგრამ თავად მოთამაშეს ევროპის დატოვება არ სურს. ევროპაში კი მისით იტალიური მილანი ინტერესდება, რომელიც შემტევს ეძებს და ინგლისელი მათთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია.
"როსონერისთვის" მთავარი დაბრკოლება, რაშფორდის ხელფასია. იტალიური კლუბი შეეცდება მოთამაშის იჯარით დამატებას და პირველ ეტაპზე მისი ხელფასის ნაწილის გადახდას. ჯერ უცნობია, რამდენად აწყობს ეს გარიგება მანჩესტერ იუნაიტედს.
მარკუს რაშფორდის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.