მარკუს რაშფორდს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს
მომავალ ზაფხულს მარკუს რაშფორდს შესაძლოა საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა მოუწიოს.
Telegraph-ის ინფორმაციით, ინგლისელ ფეხბურთელს მარცხენა მხრის პრობლემა აქვს და შესაძლოა, სიტუაცია ოპერაციის გარეშე არ გაუმჯობესდეს.
რაშფორდმა მარცხენა მხარი ჯერ კიდევ ნოემბერში, „არსენალთან“ მატჩში დაიზიანა, როცა კუნთი გაუწყდა. ამის შემდეგ, იმედები, რომ ყველაფერი თავისით გაივლიდა, არ გამართლდა.
როგორც აღმოჩნდა, რაშფორდი ტკივილებს და დისკომფორტს დღემდე განიცდის, რაც თამაშებში მის სარგებელს ერთი-ორად ამცირებს. ამიტომ, არაა გამორიცხული, ის სეზონის ბოლოს ოპერაციის ჩატარებას დათანხმდეს.
თუმცა წყარო არ აზუსტებს, ეს ევროპის ჩემპიონატამდე მოხდება, თუ მისი დასრულების შემდეგ.