მარსელინო: "მესიმ თუ ითამაშა, შანსები შეგვიმცირდება"
„ბილბაოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, „ბარსელონასთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
სუპერთასის ფინალური დაპირისპირება დღეს, 23:59 საათზე დაიწყება.
„სუპერთასი - ამ სეზონში „ბილბაოს“ ბოლო შანსია, რომ ტიტული მოიგოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეალობად ვაქციოთ, ფეხბურთელები მწვერვალზე არიან და გამარჯვება სურთ.
ამ მატჩში დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის, ისინი ტიტულის მოგების შანსს მიიღებენ და მიყოლებით ჯერ „რეალის“ და შემდეგ „ბარსელონას“ დამარცხების შესაძლებლობა აქვთ.
ჩვენ გეგმას უნდა მივყვეთ და გავითვალისწინოთ, როგორ თამაშობს მეტოქე. პრიორიტეტებს არ შევიცვლით და ჩვენს იდეას არ შევცვლით იქიდან გამომდინარე, იქნება თუ არა ლეო მესი, მაგრამ მისი თამაში ჩვენი მოგების შანსებს შეამცირებს.“ - აღნიშნა მარსელინომ.