ავტორიზაცია

მარსელინო: "როცა რეალს უგებ, ორმაგად სასიხარულოა"

მარსელინო: "როცა რეალს უგებ, ორმაგად სასიხარულოა"
თარიღი 15 იან 2021, 02:53
"რეალთან" მოგებული 2:1 მატჩის შემდეგ კომენტარი "ბილბაოს" მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ გააკეთა.

"ძალიან გახარებულები ვართ, რადგან როცა რეალს უგებ, ეს ორმაგად სასიხარულო და დასაფასებელია.

მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც მიზნად მოედანზე ბოლომდე ბრძოლა დაისახეს და ეს იდეალურად გამოუვიდათ.

ეს გამარჯვება კარგია და ხვალიდან უკვე მომდევნო მატჩებზე ვიფიქრებთ", - განაცხადა მარსელინომ.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაო" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.