მარსელის პრეზიდენტი: "რონალდუს ვიმატებთ? ჩვენ გუნდური ფეხბურთელები გვჭირდება"

„მარსელის" პრეზიდენტმა კრიშტიანუ რონალდუსადმი ინტერესზე ისაუბრა.
„ჩვენ ყოველთვის რაღაც ისტორიებში გვხლართავენ. ფეხბურთში ყველაფერი კონკრეტული და გასაგებია: შენ ცხოვრობ სახსრებით და ცდილობ ეკონომიური ბალანსი შეინარჩუნო.
სულ უკეთესობისკენ უნდა ისწრაფოდე, გუნდის გაძლიერება სცადო, მაგრამ ამასთანავე ფინანსური სტაბილურობაც შეინარჩუნო, რაც 2022 წელს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ამიტომ, ჩემი პასუხია: ამისგან შორს ვართ. თანაც, ჩვენ გუნდური ფეხბურთელები გვჭირდება." - დასძინა პაბლო ლონგორიამ.