ავტორიზაცია

მარსელმა ნაპოლის მილიკის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა

მარსელმა ნაპოლის მილიკის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა
თარიღი 06 იან 2021, 22:31
"მარსელმა" "ნაპოლის" ფორვარდ არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე წინადადებით მიმართა, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზადაა პოლონელში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თუმცა, როგორც აღინიშნება, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს.

მოქმედი კონტრაქტის ვადა მილიკს ნეაპოლელებთან 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე არსებული ცნობით, 26 წლის ფეხბურთელით "იუვენტუსი" და "ინტერიც" არიან დაინტერესებულნი.