მარსელმა ვილაშ-ბოაშთან კონტრაქტი გაწყვიტა

"მარსელმა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშთან კონტრაქტი გაწყვიტა.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბიდან 2 თებერვალს წავიდა და მიზეზად კლუბის სპორტულ პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.
"მარსელის" განმარტებით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.
ფრანგულმა კლუბმა ვილაშ-ბოაშს საფრანგეთის 9-გზის ჩემპიონების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.
43 წლის პორტუგალიელი 60 წლის ხორხე სამპაოლიმ ჩაანაცვლა, რომელიც 2 მარტს საფრანგეთში ჩავიდა. ამჟამად არგენტინელს კორონავირუსის პანდემიის გამო 7-დღიანი კარანტინის გავლა უწევს.