ავტორიზაცია

"მართალია! ამის დრო არ გვექნება", - გარეტ ბეილს მუნდიალის მსვლელობისას გოლფის თამაშს აუკრძალავენ

"მართალია! ამის დრო არ გვექნება", - გარეტ ბეილს მუნდიალის მსვლელობისას გოლფის თამაშს აუკრძალავენ
თარიღი 10 ნოე 2022, 00:14
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობ პეიჯი, 2022 წლის მუნდიალზე გარეტ ბეილს გოლფის თამაშს აუკრძალავს.

„რეალის“ ექს-შემტევი თავისი გოლფისადმი სიყვარულით ცნობილია, რის გამოც ის მადრიდული გუნდის ქომაგების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

„მართალია. არანაირი გოლფი, ჩვენ სამუშაოდ ჩავდივართ.

ადრე გარეტი, კიფერ მური ან აარონ რემსი ჩემთან მოდიოდნენ და კითხულობდნენ, არის თუ არა რაიმე დაგეგმილი კონკრეტულ დღეზე, მოსალოდნელია თუ არა შეკრებები.

მე ვპასუხობდი: „არა, არანაირი შეკრება. თუ გოლფის თამაში გინდათ, მიდით.“

მაგრამ ეს შესაძლებელი მაშინ არის, როცა მატჩებისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა გაქვს. ყატარში კი, დრო შეზღუდული იქნება. მატჩები ყოველ ოთხ დღეშია.“ - აღნიშნა პეიჯმა.