მარტინ სუბიმენდიმ ლივერპული უარით გაისტუმრა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მარტინ სუბიმენდიმ ლივერპული უარით გაისტუმრა.
რეალ სოსიედადის მცდელობებმა შედეგი გამოიღო - ბასკი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დარჩება, რომელიც ძალიან უყვარს, და მზადაა, მალე ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
Relevo-ს ცნობით, სუბიმენდიმ, მერისაიდელთა სპორტულ დირექტორს, რიჩარდ ჰიუზს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამაღამ შეატყობინა.