მასტერ ლიგის 2024 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება
თბილისის ბეთლაივ მასტერ ლიგის მეორე და მესამე ლიგის გამარჯვებულები დაძაბული საჩემპიონო პლეი-ოფების შედეგად გამოვლინდნენ.
მეორე ლიგის ჩემპიონობა დამსახურებულად იზეიმა რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა "რევაინმა", რომელმაც ფინალის ძირითადი დრო "ვაზისუბანთან" 1:1 ითამაშა, ხოლო პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.
მესამე ლიგაში გრძელი საჩემპიონო გზა გაიარა "კაიზენმა", რომელიც პლეი-ოფებში მეორე ადგილოსანი გუნდის სტატუსით ჩაერთო და საბოლოოდ, "აგრუნი/ფრიუნის" გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე ბეთლაივ მასტერ ლიგა 3-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
ბეთლაივ მასტერ ლიგა 1-ის საჩემპიონო პლეი ოფში რეგულარული ჩემპიონატის პირველი ოთხი ადგილოსანი გუნდი ჩაერთო და საბოლოოდ, ფინალურ შეხვედრაში, 14 დეკემბერს, 16:00 საათზე, ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს “კავკასიის ავტოიმპორტი” და “თელავი” დაუპირისპირდებიან.
12 დეკემბერს, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის არენაზე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონების ვინაობაც გაირკვა. დასავლეთ ბეთლაივ მასტერ ლიგის ფინალში წყალტუბოს გუნდმა "არესი" 2:0 დაამარცხა, ხოლო აღმოსავლეთ ბეთლაივ მასტერ ლიგის ფინალში - "ბრენდერმა" პენალტების სერიაში წინა სეზონის ჩემპიონს, დუშეთის "კოსმოს" სძლია.
ბეთლაივ მასტერ ლიგის საუკეთესო გუნდები ასპარეზობას საქართველოს ბეთლაივ მასტერ ლიგის თასზე განაგრძობენ, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპიც კვირას, 15 დეკემბრიდან აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, რომ SMH Sports-ი მასტერ ლიგის პარტნიორია.