ავტორიზაცია

"მათაც აქვთ სუსტი ადგილები", - არტეტამ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"მათაც აქვთ სუსტი ადგილები", - არტეტამ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა
თარიღი 19 თებ 2021, 23:38
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტის" შესახებ განცხადება გააკეთა.

"ფეხბურთი, რომელსაც ისინი თამაშობენ, აგრეთვე სტაბილური შედეგები, მათ საუკეთესო გუნდს ხდის. სუსტი ადგილები აქვთ, როგორც სხვებს, მაგრამ მეტოქეები მთელი ძალებით ცდილობდნენ მათ პოვნას".

"ვფიქრობ, პირველ რიგში, დაცვაში არიან ძალიან ძლიერები. ვგონებ, ამ დროისთვის, ევროპის საუკეთესო გუნდია", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ეგიდით, "არსენალი" 21 თებერვალს სწორედ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.